გახარია: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ხმა გაგებული იქნება EU-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში

18.12.24 17:55
გახარია: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ხმა გაგებული იქნება EU-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ევროპელი პარტნიორების მიერ შესმენილი იქნება. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილს გამოსვლას უწონებს და აღნიშნავს, რომ ევროპელების მხრიდან ახლა მხოლოდ შეშფოთებები არ კმარა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯებიც. მისი თქმით, ინდივიდუალური სანქციები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს და უსამართლოდ აპატიმრებს. 

დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვენების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 21 დღეა ყოველ ღამე დგანან, აპროტესტებენ და იცავენ ევროპულ ფასეულობებს, მათ რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ არა შეშფოთებები. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიმპლომატიური ვიზების გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად, ანგრევენ და კლავენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, და მოკლეს, ფაქტობრივად, არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტები ხელისუფლების ცვლილების და რომლებიც, უბრალოდ, ძალადობენ და აწამებენ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც უკანონოდ დაპატიმრებული ჰყავთ 500-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ უკვე შეშფოთებების დრო აღარ გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ქმედინითი მხარდაჭერა, - ამბობს გიორგი გახარია. 

პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს ევროპა უმოქმედობაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ ახლა ნელი მოქმედების დრო არ არის. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ახალი არჩევნები დანიშნა და ოლიგარქის ხელისუფლების წინააღმდეგ უმკაცრესი ნაბიჯები დაასახელა. 

პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან: 

 

მსგავსი სიახლეები