პრეზიდენტს სრულად ვეთანხმები, დროა მოქმედებების და არა განცხადებების - გიორგი ვაშაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დრეს ევროპარლამენტის წიტყვით წარდგა, სრულად ეთანხმება. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ვერ გახდეს წინაღობა იმისთვის, რომ "ოცნების" ლიდერებს ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს. მისი თქმით, ევროკავშირისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება.
ძალიან მკაფიო იყო გზავნილები შეფასების კუთხით და სრულად ვეთანხმები. ახლა დროა მოქმედებების და არა განცხადებების. ამას ვითხოვთ ჩენ ევროპელების მხრიდან. ორი ქვეყანა, როგორიც არის უნგრეთი და სლოვაკეთი, ვერ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს წინაღობა იმ ძალიან მკაფიო ქმედებების, რასაც ჩვენ ველოდებით ევროპელების მხრიდან. ველოდები ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი, რომ სერიოზული ნაბიჯია დიპლომატიური პასპორტების ამოღება უვიზო მიმოსვლიდან, ეს ძალიან სერიზოული ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ველოდები მეტს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს ევროპა უმოქმედობაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ ახლა ნელი მოქმედების დრო არ არის. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ახალი არჩევნები დანიშნა და ოლიგარქის ხელისუფლების წინააღმდეგ უმკაცრესი ნაბიჯები დაასახელა.
პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი