"მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით" - კუბილიუსი
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით მტკიცედ დგას.
ძალიან ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით." - წერს კუბილიუსი.
ცნობისთვის, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი