პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18.12.24 18:24
პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

საუბარია სკანდალზე, რომლის ეპიცენტრში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ მოექცა, რაც ის ევროკავშირის სამმა ქვეყანამ ტყუილში ამხილა. 

პიტერ ფიშერი კობახიძის განცხადებას აზიარებს, სადაც "ოცნების" პრემიერმა 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, იმისთვის რომ თითქოს მათ სანქციებს "მხარი არ დაუჭირეს".

ევროკავშირის რაც შეეხება. ბრიუსელში არ მივდივართ ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, რაც ღირებულებას ზრდის და სარგებელი მოაქვს ყველა წევრისთვის კოლექტიურად. დადებითი ჯამის თამაში. ეს არის “ევროპული სული”." - წერს ფიშერი. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას - რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას, სლოვაკეთს და უნგრეთს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. 

მოგვიანებით, "ოცნების" პრემიერი რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ტყუილში ამხილეს, კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

მსგავსი სიახლეები