ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

18.12.24 18:16
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ალენ ბერსემ, რომელიც თბილისში დღეს, 18 დეკემბერს ჩამოვიდა, აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან გამართა. 

ამასთან, ალენ ბერსე მესამე სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა. რაც შეეხება ოპოზიციას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრას ხვალ, 19 დეკემბერს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები