ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის დეტალებზე წერს

18.12.24 18:33
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის დეტალებზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

"ოცნების" პრემიერი აღნიშნავს, რომ ალან ბერსესთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. 

მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. გენერალურ მდივანს გულწრფელი მადლობა მოვახსენე მისი პირადი წვლილისთვის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი აქტიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მომავალშიც გაგრძელდება", - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ალენ ბერსემ, რომელიც თბილისში დღეს, 18 დეკემბერს ჩამოვიდა, აუდიენცია ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან გამართა.  

ამასთან, ალენ ბერსე მესამე სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა. რაც შეეხება ოპოზიციას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრას ხვალ, 19 დეკემბერს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები