"საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს" - სააკაშვილი ევროპარლამენტში ზურაბიშვილის წარდგენაზე
"მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ევროდეპუტატების წინაშე უკიდურესად საჭირო დროს წარსდგა.
მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში.
თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ". - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი