მიხელსონი: "ქართველი ხალხი ძალიან მარტივ სურვილებს გვთხოვს - დავუბრუნოთ ხმა და დავუბრუნოთ ევროპული მომავალი"
"ქართველი ხალხი ძალიან მარტივ სურვილებს გვთხოვს - დავუბრუნოთ ხმა და დავუბრუნოთ ევროპული მომავალი" - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ზე წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ნამდვილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ქართველი ხალხი ძალიან მარტივ სურვილებს გვთხოვს - დავუბრუნოთ ხმა და დავუბრუნოთ ევროპული მომავალი. საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მართალია. თუ ევროპას არ შეუძლია, რომ 3.6 მილიონიან ერზე გავლენა მოახდინოს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთის ან რუსეთის წინააღმდეგ წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს", - წერს მარკო მიხელსონი.
ცნობისთვის, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი