"ოცნების" მხილება ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან - პრეზიდენტის სიტყვის მთავარი აქცენტები

18.12.24 20:42
"ოცნების" მხილება ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან - პრეზიდენტის სიტყვის მთავარი აქცენტები

"ქართული ოცნების" მხილება ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან - ევროპარლამენტის დარბაზში შესულ სალომე ზურაბიშვილს დეპუტატები საქართველოს ეროვნული დროშებით და ოვაციებით დახვდნენ. პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი ევროკავშირი იყო. "ახლა თქვენი მოქმედების დროა" - ქართველი ხალხის უკომპრომისო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ ზურაბიშვილი ევროპისგან  სწორად რეაგირებას ითხოვს. 

პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" რუსულ ძალად მოიხსენია, ივანიშვილის გეგმა კი 1921 წლის მოვლენებს შეადარა. 

ქვეყნის მორიგი ოკუპაციის შესაჩერებლად  ზურაბიშვილი პარტნიორების მხარდაჭერას ელოდება. ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან -   საქართველოს პრეზიდენტი ევროპისგან  ყველა  იმ ბერკეტის გამოყენებას ითხოვს, რომელიც ქვეყანას რუსული ექსპანსიისგან დაიცავს და ევროპულ მომავალს დაუბრუნებს.

პრეზიდენტის ისტორიული გამოსვლა - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები