საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ
საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაჯდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).
კონგრესმენები დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხები მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კომუნიკაციის გაგრძელება იქნება.