პოლიციის მიერ ნაწამები სამოქალაქო აქტივისტების პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება - სხდომებს დიპლომატები პირადად ესწრებიან

18.12.24 21:04
პოლიციის მიერ ნაწამები სამოქალაქო აქტივისტების პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება - სხდომებს დიპლომატები პირადად ესწრებიან

სანქცირებული მოსამართლე სპეცრაზმელების მიერ სასტიკი მეთოდებით ნაცემ მოქალაქეს ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა არ აინტერესებს. უკვე მეორე დღეა, ნინო ენუქიძის სასამართლო სხდომებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესწრებიან.

სანქცირებულმა სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას საქმის განხილვა თვითნებურად გადადო, პროცესი ისე დაიხურა, რომ სასტიკად ნაცემმა ბიზნესმენმა ჩვენების მიცემაც ვერ მოასწრო. არადა კრიპტო ბაზრის დირექტორს ანგარიშსწორების ღამეზე მოსაყოლი ბევრი აქვს. ის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მეგობართან ერთად დააკავეს. სპეცრაზმელთა კორდონის გავლის დროს გონების დაკარგვამდე რამდენჯერმე სცემეს და იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის ნაცვლად, რუსთაველიდან პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა.

დიპლომატები სასამართლოში - ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები