ახალი არჩევნების მოთხოვნას ელექტრო ტექნიკის საცალო ქსელის ლიდერი "ალტა" და "ციკოლია" შეუერთდნენ
ახალი არჩევნების მოთხოვნას ელექტრო ტექნიკის საცალო ქსელის ლიდერი "ალტა" და ასევე ქართული ბრენდი "ციკოლია" შეუერთდნენ. საათობრივად იზრდება, თავისუფალი ბიზნესმენების რაოდენობა რომლებიც რეჟიმს უპირისპირდებიან. "კობახიძის მუქარის არავის ეშინია" - ქართულმა ბიზნესმა პასუხი ოლიგარქის პრემიერს მალევე დაუბრუნა.
ამბოხებული ბიზნესმენების რაოდენობამ 1000-ს მიაღწია. ყველა თანხმდება, რომ თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ დანიშნავს და უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ქვეყანაში ბელარუსზე და რუსეთზე უარესი რეალობა გვექნება.
"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ბიზნესების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე.