"ოცნების" მრავალმილიონიანი ახალი წელი - ხალხს სადღესასწაულო ღონისძიებები 16 მილიონამდე ლარი დაუჯდება
წელს საახალწლო ღონისძიებებში ,,ქართული ოცნება'' თითქმის 16 მილიონ ლარს დახარჯავს, კონცერტები 11 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მაშინ როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსულ ხალხს რეპრესიები მოუწყო, დაასისხლიანა და ციხეში გამოკეტა, პარალელურად ღონისძიებები დააორგანიზა. მაგალითად ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ,,ქართული ოცნების'' მაქებარი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, მას 18 000 ლარს გადაუხდიან, 10 000 ლარს უხდიან ზუკა ხუციშვილს, მირზა მოდებაძეს - 8000 ლარი, ხოლო გიორგი ნიკოლაძეს 5000 ერგო.
ახალციხეს არ ჩამორჩება თელავი, აქ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ორგანიზებას ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული რეჟისორი ბაკურ ბაკურაძის ,,არტ ლაბორატორია'' გაუწევს. ამაში მას 46 896 ლარს გადაუხდიან, ეს ყველაფერი არ არის, თელავში საახალწლო კონცერტზე იმღერებს მომღერალი სალომე ბაკურაძე, მას 3252 ლარი ერგო, დავით მაზანაშვილის ბენდს - 9800. 30 000 დახარჯავს ხობის მერია ,,ღამის შოუს გიორგი გაბუნიასთან ერთად'' ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოუყვეს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება'' გადასახადების გადამხდელების ფულს მეგობარი მომღერლების დაფინანსებაში ფლანგავს.
სახელისუფლებო ტელევიზია იმედის სახეს გიორგი გაბუნიას 30 000 ლარს გადაუხდის ფოთის მერიაც, გამოდის რომ ორი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი მხოლოდ მასზე გამოიყოფა. ღონისძიება დაგეგმილია ქუთაისშიც მუსიკალურად გაფორმებისთვის ნიკა ნიკვაშვილს 53 000 ლარს ერგო.
"ოცნების" ქება დაუფასდა ჯგუფ ,,ფორტეს'' მათ ბოლნისის მერია 10 000 ლარს გადაუხდის. პაატა გულიაშვილს კი 7654 ლარი ერგო.
,,ქართული ოცნება'' ბიუჯეტის ხარჯზე მეგობარი ბიზნესმენების და მომღერლების გამდიდრებას აგრძელებს წელს მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებში თითქმის 16 მილიონი დაიხარჯება.