ვეფხია კასრაძე, რომელმაც გლდანის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა ისეთ საკანში გადაიყვანეს, რომელსაც არც ფანჯარა აქვს და არც გათბობა

18.12.24 21:44
ვეფხია კასრაძე, რომელმაც  გლდანის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა ისეთ საკანში გადაიყვანეს, რომელსაც არც  ფანჯარა აქვს და არც გათბობა

კლინიკის ნაცვლად სამარტოო საკანი. ვეფხია კასრაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გლდანის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა ისეთ საკანში გადაიყვანეს, რომელსაც არც  ფანჯარა აქვს და არც გათბობა.  არადა დაკავებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.  უფლებადამცველისა და ოჯახის წევრების თქმით,  აგვისტოს ომის მონაწილეს ჯერ აბსურდული ბრალდებით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ახლა კი შურისძიება ციხეში გრძელდება.

ზეწოლაზე  საუბრობს მისი ოჯახიც. დაკავებულის ცოლი ირწმუნება, რომ ის მცირეწლოვან შილებთან ერთად თვალთვალის სამიზნეა.

ოპოზიციონერები სამარტოო საკანში - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები