კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა - გამყრელიძე
ერთმანეთის მიყოლებით იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის მიერ "ქართული ოცნების" პრემიერის სიცრუეში მხილების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა.
ამასთან, დავით გამყრელიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში სიტყვით წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი საქართველო საერთაშორისო დონეზე ღირსეულად წარმოაჩინა.
ირაკლი კობახიძემ თავის თავზე დაკარგა კონტროლი, ჩვეულებრივ მატყუარად ჩამოყალიბდა. თუნდაც ის გუშინდელი ფაქტი, რომ მან დაასახელა 5 ქვეყანა ევროკავშირის, რომელიც თითქოს მათ ინტერესებს იცავს, მათ მხარეს არის. აღმოჩნდა, რომ ეს არის სიცრუე. მე ამის პირადად შემრცხვა იმიტომ, რომ ეს ადამიანი იბრალებს, რომ არის ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ კრიზისი არ არის, 21-დღე რომ ადამიანები ქუჩაში არიან და ამდენი ადამიანი თავის საპროტესტო მსვლელობით გამოდის, როცა ამდენი ადამიანი აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს, ეს პოლიტიკურ კრიზისზე მითუმეტეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს კრიზის დაძლევის სხვა ფორმა, გარდა არჩევნები. თუ ასე არიან დარწმუნებული თავის რეიტინგში, დანიშნონ ახალი არჩევნები'' - ამბობს დავით გამყრელიძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას - რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას, სლოვაკეთს და უნგრეთს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს.
მოგვიანებით, "ოცნების" პრემიერი რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ტყუილში ამხილეს, კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
ამასთან, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი