ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს - ევროპარლამენტარი
"ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი პლატფორმა X-ზე წერს.
თიის როიტენი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის მადლობას უხდის.
ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს. “ევროკავშირი ძალიან ნელა იღვიძებს და ევროკავშირი ძალიან ნელა მოქმედებს”. მადლობა, სალომე ზურაბიშვილო, ევროპარლამენტისადმი მიმართვისთვის და საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი ევროპული ღირებულებების დაცვისთვის", - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი.
ცნობისთვის, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი