"მოსმენილი ტყუილების შემდეგ ჩნდება კითხვა - რა განასხვავებს ირაკლი კობახიძეს რიგითი ფეისბუკ ტროლისგან?" - ბუაძე

18.12.24 22:17
"მოსმენილი ტყუილების შემდეგ ჩნდება კითხვა - რა განასხვავებს ირაკლი კობახიძეს რიგითი ფეისბუკ ტროლისგან?" - ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

საუბარია სკანდალზე, რომლის ეპიცენტრში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ მოექცა, რაც ის ევროკავშირის სამმა ქვეყანამ ტყუილში ამხილა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, "მოსმენილი ტყუილების შემდეგ ჩნდება კითხვა - რა განასხვავებს ირაკლი კობახიძეს რიგითი ფეისბუკ ტროლისგან?".

იმ ტყუილების შემდეგ, რაც გუშინ და დღეს მოვისმინეთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რა განასხვავებს ირაკლი კობახიძეს რიგითი ფეისბუკ ტროლისგან?

ორივე მხოლოდ პარტიას წარმოადგენს და არც ერთს აქვს თავმოყვარეობის ან სირცხვილის შეგრძნება.

ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ტროლი ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში Irakli Irakli-ის პროფილს ამოფარებული აკეთებს, ხოლო კობახიძეს სამთავრობო შენობა აქვს დაკავებული და პირდაპირ ეთერში ავრცლებს 1 საათიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის ტყუილებს", - წერს საბა ბუაძე. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას - რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას, სლოვაკეთს და უნგრეთს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. 

მოგვიანებით, "ოცნების" პრემიერი რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ტყუილში ამხილეს, კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

მსგავსი სიახლეები