ბუღაძე: ივანიშვილთან ბრძოლას რუსეთთან დაპირისპირებად აღვიქვამთ - თუკი პუტინი ვერ მოვიხელთეთ, ქართველ ოლიგარქს მოვიხელთებთ

18.12.24 23:11
ბუღაძე: ივანიშვილთან ბრძოლას რუსეთთან დაპირისპირებად აღვიქვამთ - თუკი პუტინი ვერ მოვიხელთეთ, ქართველ ოლიგარქს მოვიხელთებთ

მწერალი ლაშა ბუღაძე "ქართული ოცნების" პრემიერს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა სიცრუის ტირაჟირებაში ამხილეს, ცრუპენტელა და ყალბ ადამიანს უწოდებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ერთადერთი ნიშანი, რომლის გამოც ივანიშვილმა "ბანდის ფორმალურ ხელმძღვანელად" დანიშნა, სოციოპათობაა. 

ლაშა ბუღაძე პუტინის რუსეთსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასია. 

"ივანიშვილთან ბრძოლას რუსეთთან დაპირისპირებად აღვიქვამთ. თუკი პუტინი ვერ მოვიხელთეთ, ივანიშვილს მოვიხელთებთ" - ამბობს ლაშა ბუღაძე. 

დღესაც ვუყურე მის თამაშს. ეს კაცი თამაშობს, ვითომდა პრემიერია. ის ყველა ნიშნით სოციოპათია, მაგრამ სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული ივანიშვილის მიერ ამ ეტაპზე ბანდის ფორმალურ ხელმძღვანელად. კაცი ჩვეულებრივი ცრუპენტელა, ყალბია. ჟურნალისტთანაც არ შეუძლია დიალოგის წარმართვა. ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს. ივანიშვილი ჩვენთვის რუსია, ამიტომ საქართველო, რომელიც რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაშია ჩაბმული უკვე ასწლეულებია, ჩვენ ივანიშვილთან ბრძოლას რუსეთთან დაპირისპირებად აღვიქვამთ. თუკი პუტინი ვერ მოვიხელთეთ, ივანიშვილს მოვიხელთებთ. ეს პროტესტი არ გაჩერდება, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს", - ამბობს ლაშა ბუღაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას - რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას, სლოვაკეთს და უნგრეთს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. 

მოგვიანებით, "ოცნების" პრემიერი რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ტყუილში ამხილეს, კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

 

მსგავსი სიახლეები