"ჩვენ ვუპირისპირდებით რუსეთის მცდელობას, რომ საბოლოოდ დაამყაროს კონტროლი ჩვენს რეგიონზე" - სამადაშვილი

18.12.24 23:15
"ჩვენ ვუპირისპირდებით რუსეთის მცდელობას, რომ საბოლოოდ დაამყაროს კონტროლი ჩვენს რეგიონზე" - სამადაშვილი

"ჩვენ ვუპირისპირდებით მცდელობას, საბოლოოდ დაამყაროს რუსული კონტროლი ჩვენს რეგიონზე"  - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები და თავისუფალ და სამართლიან გარემოში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ვუპირისპირდებით რუსეთს, რუსეთის მცდელობას, რომ საბოლოოდ დაამყაროს რუსული კონტროლი ჩვენს რეგიონზე...

არავინ არ აპირებს დათმობას. "ქართული ოცნება'' ატყუებს ხალს. ჩვენ ვნახეთ, რომ მუდმივი ბრძოლით ივანიშვილს მოუწევს დათმოს ის, რასაც სთხოვს ხალხი.
''ძლიერი საქართველოს'' პოზიცია არის ძალიან ცხადი, ყველა უკანონოდ დაპატიმრებული 500- მდე პროტესტანტი, ეს მართლაც წარმოუდგენელი რაოდენობა არის ტყვეების რაოდენობის, რომელიც რუსულმა რეჟიმმა აიყვანა ამ აქციების განმავლობაში, ყველა უნდა იქნას გათავისუფლებული და უნდა დაინიშნოს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები'', - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები