ბაჩი ვალიშვილი: "ოცნება" არალეგიტიმურია - ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს

18.12.24 23:35
ბაჩი ვალიშვილი: "ოცნება" არალეგიტიმურია - ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს

მსახიობი ბაჩი ვალიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება - მსახიობი "პირველებთან" მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. 

ბაჩი ვალიშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და ივანიშვილის რეჟიმის დროულად დასრულებას ითხოვს. 

ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ უკან ვერ ვიხევთ იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არ არის, თვითონ მოგვიჭრეს, ვერაფერს ვერ გვართმევენ თავისუფლების გარდა, ვერაფერს ვერ დავთმობთ ჩვენ სიცოცხლის გარდა. რამდენი განათებაც არ უნდა დაკიდონ და სიურრეალისტური გარემოც არ უნდა შექმნან რუსთაველზე, რეალობას და სიმართლეს ვერ შეცვლიან. მათი მმართველობა უნდა დასრულდეს, არალეგიტიმური არის და ჩვენი მოთხოვნები უნდა შეასრულონ. ფორმებს იცვლის პროტესტი ძალიან სწრაფად იმიტომ, რომ არის სახალხო პროტესტი. ყველა გამოდის თავისი სინდისის კარნახით და არა შიშით'', - ამბობს ბაჩი ვალიშვილი.

მსგავსი სიახლეები