"ეს შეიძლება, შენი შვილი ყოფილიყო" - მშობლების პროტესტი განათლების სამინისტროსთან
უწყვეტი პროტესტის კერა განათლების სამინისტროსთან ინაცვლებს - დასახიჩრებული მომიტინგეების ფოტოებით ხელში, დედებმა ალექსანდრე წულაძეს სამსახურთან მიაკითხეს.
"ეს შეიძლება, შენი შვილი ყოფილიყო" ამ საპროტესტო შეძახილების ფონზე უწევთ დილიდან სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს სამსახურში შესვლა.
განათლების სამინისტროსთან შეკრებილი მომიტინგეები კატეგორიულად გმობენ შვილების თაობის წინააღმდეგ წამოწყებულ სასტიკ ძალადობას.
მოთხოვნაა დღესაც ორია: ახალი არჩევნების დანიშვნაა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება.
"ხელი გაუშვი ჩემი შვილია", "ხელი გაუშვი ჩემი ქვეყანაა", "უდიპლომოს როგორ ვანდო ქვეყანა?!" - ამბობენ მშობლები.
ამ კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც ახლა მინისტრის სავარძელს იკავებს, არაფერი მაქვს სათქმელი. მინდა, განათლების სამინისტროს იმ თანამშრომლებს მივმართო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან გაბათლების სისტემას და მინდა, რომ ბოლო ზარი დავრეკო, რადგან გამოფხიზლდნენ და შემოუერთდნენ სახალხო პროტესტს. ეს არ არის პარტიული პროტესტი, ეს არის ეროვნული დემონსტრაცია, რომ ქვეყნიდან ერთხელ გაძევებული რუსეთი უკან არ დააბრუნონ"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.