ივა ჭყონია: "ოცნებას" უფლება არ მიეცემა, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციოს

19.12.24 11:47
ივა ჭყონია: "ოცნებას" უფლება არ მიეცემა,  ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციოს

ბიზნესი დგას იქ, სადაც არის ხალხი - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ "ტვ პირველთან" ისაუბრა. 

მისი თქმით,  "ქართულ ოცნებას" უფლება არ მიეცემა ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციოს.

ვიტყვი, რომ (ბიზნესმენების) 95% არის ერთსულოვანი, რადგან ბიზნესი დგას იქ, სადაც არის ხალხი. ბიზნესი არის გადასახადების გადამხდელი, ბიზნესი არის დამსაქმებელი, ე.წ. პრემიერი ამ ხალხს საპირწონედ უყენებს 20 კომპანიას, რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა, "ქართულ ოცნებას" უფლება არ მიეცემა ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციოს"- თქვა ჭყონიამ. 

 ამ დროის მონაცემებით, 1081   ბიზნეს სუბიექტი ემხრობა   ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას.

ამ წუთებშიც ბიზნეს-კომპანიების მოთხოვნები მუშავდება. დღეს, 13:00 საათზე კი უკვე გამოქვეყნდება საბოლოო სია და საზოგადოება გაიგებს, ვინ არჩია დუმილი და იმ რეჟიმის მხარეს დგომა, ვინც ახალგაზრდებს ქუჩებში დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.  

მსგავსი სიახლეები