გიორგი ვაშაძეზე თავდასხმაში მხილებული კაცი ამ დრომდე თავისუფალია
გიორგი ვაშაძეზე თავდასხმაში მხილებული კაცი, ამ დრომდე თავისუფალია. გომელაური უწყება არ ამბობს, დაიბარებენ თუ არა მინიმუმ გამოკითხვაზე მაინც დავით ედიშერაშვილს, რომელიც შუა რუსთაველზე ე.წ. შპიციით იყო შეიარაღებული და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავს დაესხა. დანაშაული ტელეკამერების თანდასწრებით მოხდა, იდენტიფიცირებულია თავდამსხმელიც, თუმცა უშედეგოდ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, რუსთაველზე ხალხზე სანადიროდ გასულ აგრესორებს მფარველები ჰყავთ და სხვების დავალებით მოქმედებენ.
ეს ადამიანი თქვენთან ერთად, პირდაპირ ეთერში ჩვენ დავაიდენთიფიცირეთ. მისი სახელი და გვარი ცნობილია, ვიცით, სად არის ეს უკანასკნელი, მისი სამეზობლო ცნობილია, თუმცა ამ ადამიანს არ აკავებენ, რატომ არ მოვიდა პოლიცია შემთხვევის ადგილზე?!
ეს არის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ეს ყვალაფერი აქვს ორგანიზებული და ცდილობს ასე რამენაირად ხელისუფლება შეინარჩუნოს.
მტკიცებულებები ისევ ჩემთან არის, ის სახრახნისი, რომლითაც თავს დამესხა, ყელში უნდოდა ჩაერტყა, ეს ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსით, მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება.
აქ მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხალხს მშვიდობას ჰპირდებოდა, თუმცა ქვეყანაში ქრეულობა და ქაოსია" - ამბობს პოლიტიკოსი.
17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის "სპიცის" დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც.
გიორგი ვაშაძემ თავდასხმის შედეგად თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე, ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის არის ღია ჭრილობა მიიღო. პოლიტიკოსს ნიკაპის მიდამოს ექსკორიაცია აღენიშნებოდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.