ელენე ხოშტარია: პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია! - მათთან შეხვედრაზე არ მივდივარ

19.12.24 12:29
ელენე ხოშტარია: პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია! - მათთან შეხვედრაზე არ მივდივარ

ელენე ხოშტარია, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრას არ დაესწრება. 

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.

გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!" წერს ელენე ხოშტარია.

საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს კოალიცია "ცვლილებებისთვის" განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ "სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს ბერსეს ვიზიტით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა სურთ, თითქოს, ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას".

ოპოზიციური გაერთიანების ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ "ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის წინააღმდეგ". 

გუშინ ალენ ბერსე "ქართული ოცნების" ლიდერებს, არალეგიტიმურ პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები