13:00 საათზე, Freebusiness-ზე გამოქვეყნდება 30 კომპანია, რომლებსაც პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ
Freebusiness-ზე 13:00 საათზე გრაფაში "ჯერ არ დაუფიქსირებია"30 კომპანიის სია გამოქვეყნდება, რომელთა მიმართ საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო - ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი წერს.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს.
"მოგესალმებით, 13:00-ზე გრაფაში "ჯერ არ დაუფიქსირებია" დავდებთ 30 კომპანიის სიას, რომლებზეც ყველაზე დიდი რაოდენობის მოთხოვნა შემოვიდა საზოგადოების მხრიდან.
სპეკულაციები, რომ არ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს! სწორედ ამიტომ ჰქვია გრაფას "ჯერ არ დაუფიქსირებიათ". სიას პერმანენტულად დავუმატებთ სხვა კომპანიებს, მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით.
Update: კომპანიების დამატება და ვერიფიკაცია გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში", - წერს ჩუგოშვილი.