ნაუსედა "ოცნების" პოლიტიკაზე: იმედგამაცრუებელია

19.12.24 12:56
ნაუსედა "ოცნების" პოლიტიკაზე: იმედგამაცრუებელია

"ქართულმა ოცნებამ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქართველ ხალხის უმრავლესობას"- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება იმედგამაცრუებელია: 

მე  მთელი გულით ქართველი ხალხის მეგობარი ვარ. ის, რასაც ვხედავ ძალიან იმედგამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ალბათ, ჩვენ ვნახავთ ხალხს, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და შედეგების ცნობა არ შეიძლება, იქნება მეორე მხარეც, რომელიც საწინააღმდეგოს იტყვის, მაგრამ ჩემთვის, ყველაზე იმედგამაცრუებელი არის ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევენ.  ქართველი ხალხის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ ოცნებას,  ასე რომ ქართულმა ოცნებამ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქართველ ხალხის უმრავლესობას"- თქვა ნაუსედამ. 

საქართველოში ხალხის პროტესტი 22 დღეა მიმდინარეობს - საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.

მსგავსი სიახლეები