ლუქსემბურგის პრემიერი: "საქართველოში არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს"
"საქართველოში არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს" - ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს:
შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ. აქ არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა , რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს. ჩვენ ვამხნევებთ მათ, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს პროევროპული გზა საქართველოსთვის და პირველ რიგში, ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ჩვენი რწმენით ევროპის კონტინენტზე ყველგან უნდა გავრცელდეს. ასე, რომ ყურადღებით ვაკვირდებით და ვამხნევებთ ქართველ ლიდერებს რომ პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებს"- თქვა ლუკ ფრიდენმა.