ანა დოლიძე ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აგრძელებს შეხვედრებს ნიდერლანდებში.
ანა დოლიძე VVD მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს, ტომ ვან კამპენს შეხვდა, რომელიც ამავდროულად არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების რეზოლუციის ავტორი.
“შეხვედრისას მე მას დავუდასტურე განუხრელი სურვილი, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში გაღრმავდეს ურთიერთობები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის, რაც მოიცავს უფრო მეტ ინვესტიციის მოზიდვას ნიდერლანდებისგან და ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოში პრო ევროპული მოძრაობის გაძლიერებისათვის” - განაცხადა ანა დოლიძემ.