ორი "ტიტუშკა", ვინც აქციის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

19.12.24 16:54
ორი "ტიტუშკა", ვინც აქციის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ორი "ტიტუშკა",  ვინც აქციის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. 

სხდომაზე ბრალდების მხარე მძიმე დანაშაულში მხილებული გიგა შუბითიძისა და აკაკი ფჩხაურის, წინააღმდეგ არა პატიმრობას, არამედ  3 000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა

საბოლოოდ, მოსამართლემ ტიტუშკებს 2 000 - 2 000 ლარიანი გირას გადახდა დაავალა. 

ორი ნიღბიანი, რომელიც მეტროში, ჯერ აქციის მონაწილეების მკვლელობის გეგმაზე საუბრობდა, შემდეგ კი თავს არასრულწლოვანს დაესხა და მოკვლით ემუქრებოდა, ხალხის პროტესტის შემდეგ დააკავეს. 

თუმცა დღეს გაირკვა, რომ აგრესიულ მოქალაქეებს ხელბორკილები მხოლოდ რამდენიმე საათით დაადეს და შემდეგ ისევ სახლში გაუშვეს.

დღეს გიგა შუბითიძე და აკაკი ფჩხაური სასამართლოში საკუთარი ფეხით მივიდნენ და იქიდანაც მალევე  გაუშვეს. 

"ტვ პირველი" შეეცადა, ე.წ. ტიტუშკებისთვის მკვლელობის მუქარის შესახებ კითხვები დაესვა, თუმცა ისინი დღეს ისეთი გამდებავები ვერ იყვნენ, როგორც მაშინ, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს სიკვდილით ემუქრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები