ბრიტანული ორმაგი სანქციები ივანიშვილის ძალოვანებს - ვინ რატომ მოხვდა შავ სიაში?

19.12.24 20:01
ბრიტანული ორმაგი სანქციები ივანიშვილის ძალოვანებს - ვინ რატომ მოხვდა შავ სიაში?

 

ბრიტანული ორმაგი სანქციები ოლიგარქის ძალოვანებს.  მედიისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო  მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან -  ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი-ხარება, სულხან თამაზაშვილი და მილერი ლაგაზაური. შს სამინისტროს მაღალჩინოსნები ბრიტანეთში ვეღარ იმოგზაურებენ და ასევე გაიყინება მათი ყველა აქტივი.  

პირველად სანქციების სიაში  მოხვდა თბილისის პოლიციის შეფი სულხან თამაზაშვილი. ის აკონტროლებს იმ ასობით პოლიციელს , რომელიც ხალხის ტერორით არის დაკავებული. სულხან თამაზაშვილი საკუთარი თვალით უყურებდა როგორ ახრჩობდნენ სამოქალაქო აქტივისტ საბა სხვიტარიძეს. 

ოფიციალურმა ლონდონმა ქართველი ხალხის წამება რეჟიმს არ აპატია. დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ სანქციბი ქართველი ხალხის წამების და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევს გამო ივანიშვილის რეჟიმის მეთაურებს შტატებთან კოორდინაციით დაუწესეს.

პარალელურად სანქციებზე მსჯელობს ევროკავშირიც.  ამ კვირაში უკვე მეორედ ევროკავშირში ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტებს განიხილავენ. დღესვე ცნობილი ხდება საქართველოს პრეზიდენტის გეგმებიც.  არ ვაპირებ საქართველოს  დატოვებას, მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად  -მიმართავს პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი.

 შტატების შემდეგ ბრიტანეთი - ვინ რატომ მოხვდა შავ სიაში? - დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები