პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. კანონპროექტით მანდატების პროპორციულად განაწილების წესი და ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი განისაზღვრება. პროექტი ფრაქციებში დეპუტატების რაოდენობასაც დააადგენს. გენერალური პროკურორის ასარჩევად 76 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.