ზელენსკი ევროკავშირს: მოგიწოდებთ, ზეწოლა გაზარდოთ ივანიშვილზე და “მის მეგობრებზე“

19.12.24 19:32
ზელენსკი ევროკავშირს: მოგიწოდებთ, ზეწოლა გაზარდოთ ივანიშვილზე და “მის მეგობრებზე“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გაზარდოს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

ზელენსკიმ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, ყველას მოუწოდა, “განახორციელონ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე.“

"არ მივცეთ საშუალება, ისარგებლონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლით“, - თქვა ზელენსკიმ.

სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს. თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ თქვენ, მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე, რომ არ მისცეთ მას საშუალება, მიიღოს სარგებელი საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და დაკარგული ათწლეულების პროგრესისგან. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ევროპაში ვერც ერთი ქვეყნის დაკარგვას, რადგან ერთის დაცემა დაგვაახლოებს ყველას გახლეჩასთან და კონფლიქტთან“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები