კალაძე და მისი ბიზნესპარტნიორი ცდილობენ საქართველოდან ნაძარცვი ქონების აშშ-ში გადატანას - ხაბეიშვილი

19.12.24 19:42
კალაძე და მისი ბიზნესპარტნიორი ცდილობენ საქართველოდან ნაძარცვი ქონების აშშ-ში გადატანას - ხაბეიშვილი

“აშშ-ში, ფლორიდაში კალაძე და მისი ბიზნესპარტნიორი წულაია ცდილობენ სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას და საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ასე არ გამოვა” - განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, “ეს ადამიანები ქვეყანაში კლავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და ხელს აწერენ ადამიანების წამებაზე.“

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორს წულაიას, რომელიც აშშ-ში, კონკრეტულად ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას და საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას და უნდა იცოდეს, რომ კახი კალაძემ და წულაიამ, რომ არ გამოვა ეს. აქ თქვენ თავპირი დაალეწოთ ქართველ ხალხს, დემოკრატია, თავისუფლება მოკლათ, წამებაზე ხელი მოაწეროთ, მერე გაძარცვოთ ქართველი ხალხი და აშშ-ში, ფლორიდაში ბიზნესი ააწყოს კალაძემ და წულაიამ - არ გამოვა! კარგად უნდა ესმოდეს კალაძეს, წულაიას და სხვა ბიზნესმენებსაც, რომ თქვენც ამ რიგში დგახართ, რასაც ჰქვია სანქციები და კიდევ ერთი მოწოდება მინდა გავაკეთო ბიზნეს ასოციაციის წევრებთან - დატოვეთ ეს გაუგებარი ასოციაცია, სადაც ფხაკაძეები და რუსული რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესები ჯერ კიდევ არიან. ვისაც ხმა არ ამოუღია, მოგიწოდებთ, რომ ამოიღოთ ხმა, დადექით ქართველი ხალხის მხარეს, რადგან ყველაზე დიდ ფულს დაკარგავთ თქვენ იმ პირობებში, როცა იქნება სანქციები, მათ შორის პერსონალურად თქვენზე, იქნება ეს ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, რუხაძე, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე დუმხართ და მეტიც, რუსულ კანონს დაუჭირეთ მხარი. ეს იყო უპრეცედენტო რაც დღეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ცხადია ევროკავშირის მხრიდანაც.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მსგავსი სიახლეები