შსს აღარ არის სამინისტრო, ის არის კანტორა, რომელსაც საერთაშორისო კეთროვანი ხელმძღვანელობს- ბექა ბასილაია

19.12.24 22:20
შსს აღარ არის სამინისტრო, ის არის კანტორა, რომელსაც საერთაშორისო კეთროვანი ხელმძღვანელობს- ბექა ბასილაია

შსს აღარ არის სამინისტრო, ის არის კანტორა, რომელსაც საერთაშორისო კეთროვანი ხელმძღვანელობს- ასე აფასებს ადვოკატი ბექა ბასილაია აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის დასანქცირებას.

მისი თქმით, “გომელაური არ არის ბოლო, ვინც ე.წ. მაგნიტსკის სიაში მოხვდა.“

მაგნიტსკის სია არის პირდაპირი განაჩენი და მეტყველებს რეპუტაციაზე, ამ უწყების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის უკანონობაზე. დომინოს პრინციპით იქნება, გომელაური არ არის ბოლო, ვინც მაგნიტსკის სიაში მოხვდა ამ ძალადობრივი, კრიმინალი ხალხის მწამებელი რეჟიმიდან“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა  ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები