"მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას" - მარგუს ცაჰკნა

19.12.24 22:28
"მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ “ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას“.

“სოლიდარულები ვართ ქართველი ხალხის მიმართ", - წერს ცაჰკნა.

მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის. 

იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. სოლიდარულები ვართ ქართველი ხალხის მიმართ," - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა  ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები