ომბუდსმენი დეკანოზ სპირიდონისა და ზურა მახარაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
სახალხო დამცველმა პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა. საქმე ეხება 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს.
ომბუდსმენის განმარტებით, ზურაბ მახარაძე 5 ივლისს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას. მათ შორის საუბარია "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისების დარბევის ეპიზოდებზე.
დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე "ალტინფოს" ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ, ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ", - აცხადებს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 30-მდე პირი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.