"და ბიძინა? ვინც აძლევს ბრძანებას ყველა სანქცირებულ პირს?“ - თორნტონი აშშ-ის სანქციებზე
მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი და NDI-ის ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმიანება.
თორნტონი რიტორიკულ კითხვას სვამს და ამბობს: “"და ბიძინა? ვინც აძლევს ბრძანებას ყველა სანქცირებულ პირს? “
"და ბიძინა? ვინც აძლევს ბრძანებას ყველა სანქცირებულ პირს? მილერმა თქვა, რომ დამატებითი ფინანსური სანქციები იქნება?" - წერს თორნტონი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.
გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.