როგორც იქნა, აღიარა სიმართლე - მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეზე

06.09.21 14:03
როგორც იქნა, აღიარა სიმართლე - მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც  გამყრელიძის თქმით, "პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით".

როგორც იქნა, აღიარა სიმართლე.
არადა, ყოველთვის კარგი სპეციალისტი იყო და მეგონა, რომ აქამდეც იტყოდა, რაც არის სინამდვილეში.
აი რატომ იღუპება ამდენი ხალხი!
ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 
ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების!,
- წერს მიხეილ სააკაშვილი.