ასეთი სანქციები საჭიროა ყველასთვის - ოთარ ზურაბიშვილი
გაიგონ და მიხვდნენ, რომ როცა ხარ არალეგიტიმური, ასე იქცევი, სასტიკად სცემ და სჯი ადამიანებს, უნდა იყო სანქცირებული, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძმა აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის დასანქცირებას.
ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “ასეთი სანქციები საჭიროა ყველასთვის“.
პრეზიდენტის ძმა იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ევროპის მხრიდანაც განმეორდება.
ასეთი სანქციები საჭიროა ყველასთვის, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ახლა ველოდებით, რომ ევროპამ გამოაქვეყნოს ასეთი ტიპის სანქციები. გაიგონ და მიხვდნენ, რომ როცა ხარ არალეგიტიმური, ასე იქცევი, სასტიკად სცემ და სჯი ადამიანებს, უნდა იყო სანქცირებული. ველოდები რა მოხდება ევროპაში, რადგან ვიცით, უნგრეთის მდგოამრეობა და პოზიცია, ამიტომ ეს ცოტა რთულია“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.
გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.