ირაკლი კობახიძე ალენ ბერსეს მეორედ ხვდება

20.12.24 11:44
ირაკლი კობახიძე  ალენ ბერსეს მეორედ ხვდება

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მეორედ ხვდება. ინფორმაციას "პირველებს"  მთავრობის ადმინისტრაცია უდასტურებს. შეხვედრა ამ წუთებში სწორედ ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. გარდა ამისა, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.

მსგავსი სიახლეები