ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას - დოლიძე

20.12.24 12:09
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას - დოლიძე

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით იმუშავებს. 

მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის წევრის, ტომ ვან კამპენის ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი. სხვა კარგ ამბავთან ერთად, ესეც ძალიან კარგი ამბავია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ანა დოლიძე ნიდერლანდებში იმყოფება, სადაც ის ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებს ხვდება. 

მსგავსი სიახლეები