მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები - კალაძე მიხეილ სააკაშვილზე
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურები ელოდება.
მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს და აგოს პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც აქვს ჩადენილი - ამბობს კახი კალაძე.
მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლასა და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე განცხადებას დღეს გააკეთებს.