დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ "ოცნება" კრემლის მართული ძალაა - ხაზარაძე
"მაგნიტსკის აქტით" დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ "ოცნება" არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რაც მეტ სანქცირებულს დააწინაურებს "ოცნება", მით მეტად ცხადყოფს საკუთარ უსუსურობას და მეტად მოახდენს საკუთარ ლუსტრაციას მათივე მხარდამჭერებში.
ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს - დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში.
"მაგნიტსკის აქტით" დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ "ოცნება" არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან "მაგნიტსკის აქტი" სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია.
ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსთთან გადამწვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები - ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან!
ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის - სანქცირებულმა ირაკლი კობახიძემ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშნა.
"პირველებმა" განცხადება მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღო, სადაც წერია, რომ იზოლირებულმა პრემიერმა შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.