არ ვაპირებ, თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო - ანა ნაცვლიშვილი

20.12.24 14:46
არ ვაპირებ, თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო - ანა ნაცვლიშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და “არ აპირებს თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადაიაროს“.

“28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ ამას ვეღარაფერი შეცვლის.

მოთხოვნები უცვლელია:

უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები.

რუსული კანონის მიღება, რომელიც უდიდესი ბოროტება და სივერაგეა, ამ ქვეყანაში შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ ჩვენ სახელმწიფო მოგვტაცეს:

ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთა რუსმა ოლიგარქმა, წლების განმავლობაში.

პარლამენტი მიტაცებულია, საერთო სასამართლო მიტაცებულია, საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია, საგამოძიებო უწყებები მიტაცებულია, უსაფრთხოების სამსახურები მიტაცებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, მედიის მნიშვნელოვანი წილი მიტაცებულია!

რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის.

თორემ არ იქნება ერთი რუსული კანონი, იქნება მეორე - ოფშორების, საჯარო მოხელეების რეპრესიის და ა.შ. და ა.შ.

ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება გააჩერა, რახანია. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ, ქართული კონსტიტუციის მოქმედების პირობებში კი ვეღარანაირი რუსული კანონი ვეღარ იარსებებს და ავტომატურად გაქრება.

არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო.

არა რუსულ ხელისუფლებას!“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები