სკოლების და უნივერსიტეტების გახსნა ვადაზე ადრე არ განიხილება - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, სასწავლო დაწესებულებების ვადაზე ადრე გახსნა ჯერჯერობით არ განიხილება. გაბუნიას თქმით, სწავლის სასწავლო დაწესებულებებში დასაწყებად აუცილებელია, სტუდენტებისა და სასწავლო პერსონალის ვაქცინაცია.
სკოლები და უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანია, რომ სწავლა განახლდეს აკადემიურ გარემოში, ამდენად ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო. გახსნა იმ ვადაზე ადრე, რაც იყო დაანონსებული, არ განიხილება", - თქვა თამარ გაბუნიამ.