"ოცნება" თავის გადარჩენას ცდილობს - ივანიშვილის ხელისუფლება მაგნიტსკის სიაში შეყვანილი გომელაურის დაჯილდოებას აანონსებს

20.12.24 20:01
"ოცნება" თავის გადარჩენას ცდილობს - ივანიშვილის ხელისუფლება მაგნიტსკის სიაში შეყვანილი გომელაურის დაჯილდოებას აანონსებს

 

ივანიშვილის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრის გვარი საერთაშორისო სანქციების საძიებო სისტემაში დღეს დილიდან გამოჩნდა. ვახტანგ გომელაურის პერსონალური მონაცემები განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების გვერდით აიტვირთა.  მაგნიცკის გლობალური სანქციების სიაში ის ჰუსიტი კონტრაბანდისტების გვერდით ჩასვეს. ივანივილის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური შეერთებული შტატებითვის ისეთივე დამნაშავეა, როგორც უმარ ახმადი, რომელიც იემენის გავლით ჰუსიტ მებრძოლებს აკრძალულ ტვირთებს აწვდიდა.  

ქართველი ხალხისთვის სისხლიანი ნოემბრის მოწყობა ვახო გომელაურისთვის ნამდვილი განაჩენია . ის მაგნიციკის გლობალური სანქციების სიაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. მისი ამოღება ამ სიიდან მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პერსონალურ ბრძანებით არის შესაძლებელი, ოღონდ ამას უნდა ერთვოდეს დასაბუთება, რომ გომელაური სიიდან ამოსაღებია. 

შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მძიმე სანქცია შინაგან საქმეთა მინისტრს აქციების დარბევის ხალხის ცემის და წამების გამო დაადო. მასთან ერთად დაასანქცირეს მირზა კეზევაძე. ის სპეცრაზმის უფროსის მოადგილეა და პირდაპირ აკონტროლებდა დარბევის პროცესს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები