სანქციებით შტურმი "ოცნებაზე" და ივანიშვილის ხელისუფლების იმიტირებული დათმობები

20.12.24 20:28
სანქციებით შტურმი "ოცნებაზე" და ივანიშვილის ხელისუფლების იმიტირებული დათმობები

 

ივანიშვილის მთავრობის ლიდერებისთვის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები გაიყინება. ეს არის ევროპის პასუხი საკუთარ ხალხზე ძალადობის გამო. ამ გადაწყვეტილებით ოფიციალურ პირებს, ვინც ამ დრომდე ლურჯი და შავი პასპორტებით და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზის აღება დასჭირდებათ. მოუწევთ, დაელოდონ განაცხადის დაკმაყოფილებას, გადაიხადონ მოსაკრებლები და გაიარონ ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა არც ეს არის გარანტია, რომ ვიზას მისცმენენ.

ევროკომისიის ეს წინადადება რამდენიმე დღეში დამტკიცდება. უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ამბობს, რომ ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას შესაბამისი შედეგიც მოჰყვება, ამ შედეგს კი ივანიშვილის პარტია საკუთარ თავზე გრძნობს. დათმობის საჩვენებლად კი ოლიგარქის პარტიამ ასეთი რამ მოიფიქრა: არც ახალი არჩევნები და არც დაკავებულების გათავისუფლება. კობახიძე-ივანიშვილმა თბილისში ჩამოსულ ევროსაბჭოს გენმდივანს უთხრეს, რომ შეუძლიათ ცვლილება რუსულ კანონში შეიტანონ, კანონში, რომლის არა თუ შეცვლა, არამედ უკან წაღებაც დღის წესრიგიდან გამქრალია. 

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვდა "ოცნებას", ოპოზიციას, მესამე სექტორს, დაზარალებულ ადამიანებს და ვიზიტის შეჯამებისას თქვა, რომ ეს ერთადერთია, რაზეც დაპირება ივანიშვილის პარტიისგან მიიღო. ალენ ბერსე ამბობს, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და აგენტების შესახებ კანონები ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოვა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები