მართა კოსი: ევროკომისიის წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობრივ რეპრესიაზე
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ "ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობრივ რეპრესიაზე.“
მისი თქმით,“ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით ევროპული მომავლისთვის.“
ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მმართველებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შეისწავლის.
ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირის კარი ღია რჩება," - წერს ევროკომისარი.