ღიად ვაცხადებ, ჩემი შარდი არ არის სუფთა - იაგო ხვიჩია

06.09.21 15:04
ღიად ვაცხადებ, ჩემი შარდი არ არის სუფთა - იაგო ხვიჩია

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებალია და მას სისხლში ნარკოტიკის  კვალი აქვს. ხვიჩიას განმარტებით, სჯობს ღიად დააფიქსიროს საკუთარი მდგომარეობა, ვიდრე კოლბებით იაროს შარდის შესამოწმებლად.

მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა, ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ ყოველთვის ღიად ვაცხადებ - ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში - აცხადებს იაგო ხვიჩიამ. 

თბილისის მოქმედმა მერმა და ადგილობრივ არჩევნებში მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან", კახი კალაძემ, დღეს განაცხადა, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ანალიზი ჩააბარა და პოლიტიკოსებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა.