"ოცნება" დასავლეთთან ყველა ხიდს წვავს, ყველა დასანქცირდება - გიორგი ბაჩიაშვილი
ანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" უკვე დასანქცირებული ლიდერების გარდა, დასანქცირდებიან მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ერთი დიდი ტყუილია და ამას პარტნიორებიც კარგად ხედავენ. მისი თქმით, რეჟიმი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
ყველას დაასანქცირებენ, სხვა გზა არ არის. ხელისუფლება წვავს ყველა ხიდს, რომელიც არსებობდა დასავლეთთან, რომელსაც 30 წელიწადი ჩვენი ქვეყანა, სხვადასხვა ხელისუფლებები, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, აშენებდა ყველა ცივილიზებულ დასავლურ ქვეყანასთან. ზოგადად, დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნება“ თავიდანვე იყო ერთი დიდი ტყუილი. ჯერ იყო დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე და ა.შ. და აღუდგინეს მარტო ყველაზე ნაძირალა, გარეწარ მოსამართლეებს და კიდევ რამდენიმე ძალოვანს. ამის შემდეგ უკვე მაკრონმა, მემგონი, პირველად მოხდა ისტორიაში, რომ უცხოელის ტიტრები დაადო თავის გამოსვლას. ეს რას ნიშნავს? მაკრონმა პირდაპირ გვითხრა, რომ ივანიშილი არის დიდი მატყუარა და რომ არ გადაეთარგმნათ ტყუილი, დაადო ტიტრები. ამის შემდეგ გამოვიდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირდაპირ გვითხრეს, რომ მატყუარა მთავრობა გყავთო. ამის შემდეგ უკვე დონალდ ტრამპის მოსვლით რაღაც დალაგების ტყუილებით, რომელსაც ივანიშილი ტირაჟირებს, გამოვიდა პირდაპირ სალივანი და ვოლცი და თქვეს, რომ ივანიშვილი ტყუის, ატყუებს თავის ხალხს. ეს ძალადობრივი რეჟიმი უნდა დამთავრდეს და საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, - ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი ასევე ეუთო-ოდირის მიერ ცოტა ხნის წინ გამოწვეყნებულ კრიტიკულ დასკვნასაც აფასებს და ამბობს, რომ კრიტიკა "ოცნების" მისამართით დამსახურებული იყო.
ის ინფორმაცია, რაც მიაწოდეს ეთო-ოდირს და სსაერთაშრისო დამკვირვებლებმაც კარგად დაინახეს, გამორიცხულია, რომ სხვა დასკვნა გამოეტანათ. ეს ევროოდირი იყო ისეთივე ხავსი, როგორიც იყო დონალდ ტრამპის მითიური დალაგება. წარმომიდგენია, როგორ გადათარგმნიან „იმედი“ და პოსტ ტვ“., - ამბობს ბაჩიაშვილი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.